ევაკუატორის გამოძახება
როდესაც საქმე გადაუდებელ საავტომობილო ევაკაუციას ეხება, ასეთ დროს სისწრაფე უმთავრესია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც გამოძახებული იყო ევაკაუტორი ავტომობილისთვის, რომელიც სავალი გზის მნიშვნელოვან ან სრულ ნაწილს კეტავდა. ჩვენ ძირითადი აქცენტი მომსახურების სისწრაფეზე მას შემდეგ გადავიტანეთ, რაც დავინახეთ,რომ მომხმარებლების უმეტეს ნაწილს არ მოსწონდა 45 წუთამდე მოლოდინის დრო და ხშირად შეკვეთას არ აფორმებდნენ. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი ქნა, რათა მოლოდინის მაქსიმალური დრო 30 წუთამდე შეემცირებინა. და მაინც, როგორ ახერხებს Helpo, რომ მომხმარებლებამდე ასე სწრაფად მიდის?
- ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი ევაკუატორი მთელი ქალაქის მასშტაბით.
- ჩვენი ევაკუატორები გამუდმებით მოძრაობენ მთელი ქალაქის მასშტაბით.
- ჩვენი ევაკუატორები ძირითადად მოძრაობენ ყველაზე ცხელ წერტილებში, საიდანაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი გამოძახება ხდება.
- გამოძახების შემთხვევაში თქვენამდე მოვა თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფი ევაკუატორი.
უმეტესი კომპანიებისგან განსხავებით ჩვენ შეგვიძლია შემოგთვაზოთ ევაკუატორების კატეგორიების ფართო სპექტრი. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ მცირე ევაკუატორი გესაჭიროებათ, ობობა თუ სლაიდი - ჩვენ დაგეხმარებით ნებისმიერ შემთხვევაში.
ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში კვირაში 7დღე.
უსწაფესთან ერთად ჩვენი სერვისი საკმაოდ იაფია. თავად შეადარეთ ფასები და ნახავთ, რომ თქვენ ნამდვილად მოგებული დარჩებით ჩვენთან თანამშრომლობით, რადგან ჩვენი ევაკუატორი მოვა თქვენამდე ყველაზე სწრაფად და იაფად.
ევაკუატორის გარდა ჩვენ გთავაზობთ ავტო-დახმარების სერვისების ფართო სპექტრს. დაგვიკავშირდით ნებისმიერი თქვენთვის ხელსაყრელი მეთოდით და ჩვენი მენეჯერები სიამოვნებით დაგაკვალიანებენ, თუ რა ტიპის ევაკუატორი გჭირდებათ.
Helpo-სთან ერთად თქვენი პრობლემა გადაუჭრელი არ დარჩება. მიიღე ევაკუატორის სერვისი ყველაზე სწრაფად.