ყველაზე გამძლე ავტომობილები
თუ ამ ავტომობილების მფლობელი ხართ, ევაკუატორის სერვისი თქვენთვის არაა.
"> ">
გადაუდებელი საგზაო დახმარება
იაფი და ხარისხიანი დახმარების სერვისი
არავინ ვართ დაზღვეული გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან. თუ საქმე თქვენს ავტომობილს ეხება, თქვენს გვერდში გვიგულეთ. ასეთ დროს სისწრაფეც მნიშვნელოვანია და დიდი ხარჯის გაწევაც მიზანშეწონილი არაა. სწორედ ასე ვმუშაობთ ჩვენ - გეხმარებით რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება იაფად!
ჩვენ არ გაგვაჩნია ფიქსირებული ფასი. ფასის წარმოება დამოკიდებულია შესასრულებელი საქმის სირთულესა და დროზე. მაგალითად, evakuatori -ს შემთხევაში, ვითვალისწინებთ შემდეგ საკითხებს: რომელ ქალაქში არის საჭირო მომსახურება, რა მანძილი არის დასაფარი, რა ტიპის evakuatori არის საჭირო, რამდენად სწრაფად უნდა შესრულდეს სამუშაო, დღე-ღამის რა პერიოდია და ა.შ.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ფასები საკმაოდ დაბალია და მომსახურების ხარისხი კი უმაღლესი. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც ერთხელ მაინც გამოიყენებთ ჩვენსს სერვისს.
თბილისის შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები, რამაც შესაძლოა ფასის ცვლილება მოახდინოს +/- 10 ლარით: 1) სად ხდება გამოძახება, გარეუბანია თუ არა. 2) სად არის დასატოვებელი ავტომობილი. 3) პიკის საათის დროს ხდება თუ არა მომსახურების შესრულება.
ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის ევაკუატორს ვიძახებთ, რადგან ე.წ. oboba evakuatori დაახლოაბით 2-ჯერ ძვირია სტანდარტულ ევაკუატორზე.
Helpo - არა მხოლოდ ევაკუატორებით გეხმარებათ, არამედ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც თითქმის ნებისმიერ საგზაო დახმარების სერვისს გთავაზობთ.
გაუთვალისწინებელი მოვლენა მოხდა და თქვენი ავტომობილი სასწრაფოდ გადასაყვანია თუნდაც ავტო-სერვისში ან ნებისმიერ სხვა პუნქტში? ჩვენი ევაკაუტორები ამას უმოკლეს დროში შეძლებენ.
ავტომობილის დაქოქვა მოგინდათ და ღამე ჩართულ მდგომარეობაში დატოვებული სალონის განათების გამო ეს ვერ მოახერხეთ? არც ესაა პრობლემა დაგვირეკეთ და ჩვენ დაგეხმარებით ავტომობილის დაქოქვაში.
თუ საბურავი დაშვებული დაგხვდათ ან უეცრად გასკდა, ჩვენ დაგეხმარებით მის შეცვლაში ან გაკეთებაში.
შესაძლოა უეცრად საწვავი გაგითავდათ და ბენზინგასამართი სადგურიც ახლოს არაა, არც ესაა პანიკის საფუძველი, უბრალოდ მშვიდად იღებთ ტელეფოს, გვირეკავთ 557 637 637, გვეუბნებით სად ხართ, რა ტიპისა და რა რაოდენობის საწვავი გჭირდებათ და ჩვენ უმოკლეს დროში მოგიტანთ.
ისეც ხდება, რომ წვეულებაზე საკუთარი ავტომობილით მიხვედით, თუმცა ალკოჰოლიც მიიღეთ. ასეთ დროს ავტომობილის მართვა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ტაქსით სახლში წასვლა, შემდეგ, მეორე დღეს ისევ ტაქსით დატოვებულ ავტომობილამდე მისვლა, დამეთანხმებით, ცოტა რთული და დამღლელი პროცესია. ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას, დაგვირეკეთ, ჩვენი მძღოლი დაჯდება თქვენს ავტომობილზე და მაქსიმალური კომფორტით მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე.
Helpo-ს გუნდის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მოგაკითხავთ და დაგეხმარებით სადაც არ უნდა იყოთ. უბრალოდ დარეკეთ 557 637 637 და ჩვენ რაც შეიძლება მცირე დროში მოგაკითხავთ.
მომსახურების ხარჯების დაფარვა შესაძლებელია როგორც მომსახურების დაწყებამდე, ასევე დასრულების შემდეგ, ნაღდი ფულის და საბანკო გადმორიცხვის საშუალებით. ასევე ჩვენ დროდადრო გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებს და სპეციალურ ტარიფებს კორპორატიული შეკვეთებისთვის.
Helpo.ge - მოგემსახურებათ 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე. ოფიციალური დასვენების დღეებშიც კი. ამიტომ, ჩვენი იმედი ნებმისმიერ წამს შეგიძლიათ გქონდეთ!
სპეც. ტექნიკის evakuatori -თ გადაზიდვა ან ავტომობილის პორტებიდან გამოყვანაც არაა პრობლემა. დაგვიკავშირდით, შევათანხმოთ ტარიფი, დრო და ჩვენ სიამოვნებით შევასრულებთ თქვენს დავალებას.
ჩვენ გვაქვს საშუალება შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის გადაზიდვა იქნება ეს მოპედი თუ 30 წონიანი სპეც-ტექნიკა.
როგორც წესი, მომხმარებლებს უჩნდებათ კითხვა, მათ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად რა ტიპის evakuatori არის საჭირო - სტანდარტული თუ ობობა. სტანდარტული ტიპის evakuatori უნდა გამოვიძახოთ მხოლოდ მაშინ, როცა ავტომობილის 4-ვე ბორბალი მოძრაობს და საჭე ჩაკეტილი არ არის. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ევაკუატორზე დამაგრებული ჯალამბარის საშუალებით თვენი ავტომობილის ევაკუატორის პლატფორმაზე აგორება შესაძლებელია.
როცა ავტომობილის რომელიმე ბორბალი არ მოძრაობს ან ავტო-საგზაო შემთხვევასთნ გვაქვს საქმე, ან ავტომობილი გადავარდნილია გზის სავალი ნაწილიდან, ან ავტომობილი ამოტრიალებულია, ან სტანდარტული evakuatori ვერარანაირად ვერ მოუდგება თქვენს ავტომობილს ისე, რომ მუახდინოს მისი ევაკუაცია - ასეთ შემთხვევებში დაგჭირდებათ ამწე-მანიპულატორი ე.წ. ობობა evakuatori.
როგორც წესი, ობობა ევაკუატორის გამოძახება შედარებით ძვირია და, შესაძლოა, ისეთ მცირე დროშიც ვერ მოვიდეს თქვენამდე, როგორც სტანდარტული evakuatori, რადგან ობობა ევაკუატორები შედარებით შეზღუდული რაოდენობით არიან წარმოდგენილნი საქართველოს ბაზარზე.
ერთხელ სარაჯიშვილის მეტროსთან ავტომობილი უეცრად გამიჩერდა, აღარ იქოქებოდა, საწვავიც მქონდა და არც აკუმლატორი იყო დამჯდარი. სხვა გზა არ მქონდა, უნდა გადამეყვანა სერვისში, თან ნახევარი მოძრაობა ჩაკეტილი მქონდა. Helpo.ge-ს გუნდი მომენტალურად დამეხმარა, 25 წუთში ჩემთან იყვნენ. საკმაოდ ლოიალური ფასები და უსწრაფესი რეაგირება, გირჩევთ ყველას!
У меня были деловые отношения в Грузии. Я был в Тбилиси, когда вдруг арендованная машина перестала работать. Спасибо Helpo за немедленное решение моей проблемы. (თარგმ.საქართველოში საქმიანი ურთიერთობები მქონდა. თბილისში ვიყავი, როცა უეცრად ნაქირავები ავტომობილი აღარ დაიქოქა. მადლობა helpo, რომ პრობლემა უმალ მომიგვარეთ.)
მეგობრებთან ერთად მივდიოდით აგარაკზე და სამწუხაროდ გზა შეგვეშალა. ისე მოხდა, რომ ათეულობით კილომეტრი ტყუილად ვიარეთ და საწვავიც საკმარისი არ გვქონდა. არც ბენზინგასამართი სადგური ვიცოდით უახლოესი სად იყო. მოხდა გარდაუვალი და სადღაც სოფლის გზაზე ავტომობილი ჩაგვიქვრა. მაგ ფაქტამდე არც კი ვიცოდი, რომ საწვავის მიწოდების სერვისი არსებობდა. მადლობა ჰელპო, თქვენ ძალიან ბევრ პრობლემას აგვარიდეთ თავი.
ჩემი პროფესიის დამოუკიდებლად წამოვიწყე მცირე გატაცება-ბიზნესი, ავტომობილების ყიდვა აშშ-ს აუქციონებზე და შემდეგ ჩამოყვანა საქართველოში შემდგომი რეალიზაციისთვის. ხშირად ავტომობილები ისეთ მდგომარებაში ჩამოდიან, რომ მათი გადაადგილება მხოლოდ ევაკუატორითაა შესაძლებელი. ჰელპოსთან, შესაძლოა ითქვას, საქამიანი ურთიერთობა მაქვს უკვე, რადგან მრავალჯერ გამოვიყენე მათი სერვისი ავტომობილის პორტიდან სახელოსნომდე ტრანსპორტირებისთვის.
I was in Georgia for the first time when I found the evacuation service through Google. I recommend Helpo, they brought my damaged car from Mestia to Tbilisi at 3 o'clock at a very low price. (თარგმ.საქართველოში პირველად ვიყავი, როცა გუგლის მეშვეობით ვიპოვე ევაკაუტორის სერვისი. რეკომენდაციას ვუწევ ჰელპოს, მათ ხომ ღამის 3 საათზე ჩემი დაზიანებული ავტომობილი მესტიიდან თბილისამდე ჩამომაყვანინეს საკმაოდ დაბალ ფასად.)
სამწუხაროდ, ერთ დღეს საკმაოდ მეჩქარებოდა და ცოტა სიჩქარესაც გადავამეტე. შუქნიშანთან გაჩერება ბოლოდმე ვერ მოვასწარი და წინ მდგარ ავტომობილს დავეჯახე, სერიოზული არაფერი, თუმცა ავტომობილები გადასაყვანი იყო სერვისში. რადგან დაზღვევა არც ერთ მხარეს გქონდა, მოგვიწია ჩვენით
evakuatori
-ს გამოძახება, ყველაზე მეტად კი იმაზე ვნერვიულობდი, რომ სასწრაფო საქმეზე მაგვიანდებოდა. ჩემდა საბედნიეროდ გუგლში მოძებნილმა კომპანიამ არ დამაღალატა და სულ რამდენიმე წუთში უკვე შემთხვევის ადგილას იყვნენ. მადლობა Helpo-ს თითოეულ წევრს.
ყველგან და ყოველთვის Helpo...
თუ ამ ავტომობილების მფლობელი ხართ, ევაკუატორის სერვისი თქვენთვის არაა.
ახლა მარჩიელობა აღარ მოგიწევთ, თუ რომელი ტიპის ევაკუატორი გამოიძახოთ.
ჰელპო არის უნივერსალური საგზაო დახმარების სერვისი, რომლის იმედი შეგიძლია გქონდეთ 24/7.
თუ როდესმე უკვე დაგჭირდათ ევაკუატორის სერვისი, 99% ეს დაუგეგმავი იყო.
მართლაც, მხოლოდ რეკლამას ვერ დავუჯერებთ აქ უფრო მეტად ჩაღრმავებაა საჭირო.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ხშირია ავტო-საგზაო შემთხევევები სწორედ საბურავების გამო.
24/7 Helpo - ევაკუატორი და საგზაო დახმარება All Rights Reserved © 2022