ავტომობილის დაქოქვის სერვისი


ალბათ, ბევრს გვქონია შემთხვევა, როცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ავტომობილი არ დაიქოქა. როგორც წესი, თუ რაიმე სხვა ტექნიკურ ხარვეზს არ აქვს ადგილი, საქმე ეხება აკუმულატორის დაჯდომას. ეს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს, როგორებიცაა - ხანგრძლივი დროით დატოვებული სალონის განათება, ძლიერი ყინვა, ძველი აკუმულატორი და სხვა.

რა ვქნათ ასეთ დროს? ნუთუ ყოველთვის აუცილებელია ახალი აკუმულატორის ყიდვა? რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის საჭირო ძველი აკუმულატორის ჩანაცვლება. საჭიროა მცირე მუხტის მიცემა, რათა ავტომობილი დაიქოქოს. როგროც წესი, ამას, ეგრედ წოდებული “პერემიჩკებით“ აკეთებენ. თუმცა რა ვქნათ მაშინ, როცა არც „პერემიჩკები“ გვაქვს და არც დონორი ავტომობილია ახლოს? ასეთ დროს გთავაზობთ Helpo-ს დაქოქვის სერვისით სარგებლობას.

ჩვენ მოგემსახურებით 24 საათი კვირაში 7 დღე, სადაც არ უნდა იყოთ.

უბრალოდ დაგვირეკეთ 557 637 637 და ჩვენი სერვისის წარმომადგენელი 30 წუთზე ნაკლებ დროში გაჩნდება თქვენთან. ის სპეციალური მოწყობილობის საშუალებით დაგეხმარებათ ავტომობილის დაქოქვაში, ასევე მოგცემთ რჩევებს, რომ ასეთი შემთხვევის განმეორება მომავალში აირიდოთ თავიდან. აგრეთვე შეამოწმებს თქვენს აკუმულატორს და გეტყვით, თუ რა დაზიანება მიიღო მან, არის თუ არა ის უახლოეს მომავალში შესაცვლელი.

თუ ასეთი შემთხვევა დაგიდგათ, მაშინ ახლა უკვე იცით, თუ სად დარეკოთ, რათა ეს უეცრად შექმნილი პრობლემა ზედმეტი წვალების გარეშე უმალ მოაგვაროთ.

დაგვირეკე

All Rights Reserved © 2023 |📞 557 637 637 |📞 591 32 36 71