დამეთანხმებით, ხშირად არის სიტუაცია, როდესაც რესტორანში თუ წვეულებაზე საკუთარი ავტომობილით მივსულვართ და მხოლოდ ამიტომ გვითქვამს უარი ალკოჰოლის მიღებაზე. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მაინც ვიღებთ იმდენ ალკოჰოლს, რომ ჩვენი ავტომობილის საჭესთან დაჯდომა უბრალოდ შეუძლებელია. როგორ ვიქცევით შემდეგ - ვტოვებთ ავტომობილს და სახლში ან შემდგომ ლოკაციამდე მივდივართ სხვა სატრანსპორტო საშუალებით ან ფეხით. შემდეგ დღეს კი ისევ გვიწევს ტრანსპორტით მისვლა იმ ადგილამდე, სადაც ჩვენი ავტომობილი დავტოვეთ და მისი წამოყვანა.
ეს ყველაფერი ნამდვილად დამღლელი და არაკომფორტულია - ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მსგავსს სიტუაციაში, ზუსტად ვიცი, დამეთანხმება. და რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ გთავაზობთ ფხიზელი მძღოლის სერვისს. რაც მოიაზრებს შემდეგს - როდესაც მიიღებთ იმდენ ალკოჰოლს, რომ ვერ შეძლებთ საკუთარი ავტომობილის მართვას, უბრალოდ გვირეკავთ ჩვენ - 557 637 637 და ჩვენი “ფხიზელი მძღოლი“ დროის უმოკლეს მონაკვეთში მოვა დათქმულ ადგილას, დაჯდება თქვენი ავტომობილის საჭესთან და მიგიყვანთ სადაც გინდათ იქ.
ამ სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე. ჩვენი ტარიფები კი საკმაოდ დაბალია.
აირჩიეთ Helpo-ს ავტო ასისტენტების სერვისი სადაც არ უნდა იყოთ, 24/7-ზე.
24/7 Helpo - ევაკუატორი და საგზაო დახმარება All Rights Reserved © 2022