ბევრმა მომხმარებელმა როდი იცის განსხვავება ევაკუატორების კატეგორიებს შორის და, შესაძლოა, შეცდომით სტანდარტული ევაკუატორი გამოიძახოს, როცა კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალიზირებული ევაკუატორი იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორი მაქსიმალურად გაერკვევა შექმნილ სიტუაციაში წინასწარ და დაგეხმარებათ სწორი ევაკუატორის შერჩევაში, თუმცა უმჯობესია, მომხმარებელიც ერკვეოდეს, რომ მომავალში აირიდოს თავიდან უაზრო ხარჯები.
დღეს განვიხილოთ სტანდარტული ევაკუატორის შემდეგ ყველაზე გამოყენებადი - ევაკუატორი ობობა. ის სტანდარტულ ევაკუატორზე შედარებით დიდი ზომისაა და მთავარი დამახასიათებელი ნიშანია მანიპულატორი, ეგრედ წოდებული „ობობა“, რომელიც ავტომობილის აწევაში და ევაკუატორზე განთავსებაში გვეხმარება.
რა შემთხვევებშია საჭირო ევაკუატორი ობობას გამოყენება?
მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, თუმცა დაახლოებით სიტუაციას უნდა ვხვდებოდეთ, როდის გვჭირდება ავტომობილის ვერტიკალურად აწევა, რათა მოხდეს ევაკუატორი ობობის გამოძახება. აქვე გეტყვით, რომ როგორც Helpo-ში, ასევე სხვა ნებისმიერ კომპანიაში თუ კერძო მძღოლთან ევაკუატორი ობობას მომსახურება სტანდარტულ ევაკუატორთან შედარებით დაახლოებით 1.5 – 2-ჯერ ძვირია. ამიტომ, უმჯობესია, ზუსტად ვიცოდეთ, რა სიტუაციაში რა ტიპის ევაკუატორი გვჭირდება.
ჩვენი კომპანიის არჩევის შემთხვევაში, ევაკუატორი ობობა თქვენამდე მაქსიმუმ 30 წუთში მოვა, თანაც ჩვენი სერვისით სარგებლობა ხომ 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, ოფიციალური უქმე დღეების ჩათვლითაც კი.
ამიტომ თამამად დარეკეთ 557 637 637-ზე, როდესაც ევაკაუტორი ობობას ან ნებისმიერი სხვა ტიპის ევაკუატორის გამოძახების საჭიროება დაგიდგებათ და ჩვენ უმოკლეს დროში მოვალთ, შევასრულებთ თვენს დავალებას ყველაზე იაფად და ხარისხიანად.
24/7 Helpo - ევაკუატორი და საგზაო დახმარება All Rights Reserved © 2022