1. ზოგადი პირობები
1.1. helpo.ge-ს, როგორც ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ სავსებით ეთანხმებით და იღებთ მოცემულ ვადებსა და პირობებს, რომლებიც არეგულირებს ვებგვერდის გამოყენების ფარგლებს.
1.2 მოცემული ვებგვერდის მიზნების გამოსაყენებლად, მომხმარებლის ასაკი არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები.
1.3.არ არის რეკომენდირებული ამ ვებგვერდის გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც არ იღებს ხსენებულ ვადებსა და პირობებს;
1.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვახორციელოთ და შევიტანოთ კორექტივები ამ ვადებსა და პირობებში, აღნიშნული შესწორების თაობაზე გაფრთხილების გარეშე.
1.5 კონფიდენციალურობა დაცულია 100%-ით.
2.1. ჩვენ გთავაზობთ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ონლაინ სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიკვლიოთ და შეადაროთ მესამე მხარის მიერ ჩვენს ვებგევრდზე შეთავაზებული სესხების შესახებ ინფორმაცია, მათი პირობები, სამუშაო გრაფიკი და სხვა. ჩვენი მომსახურება სრულიად უფასოა. ჩვენს მიერ არ ხდება რაიმე გადასახადის ან საკომისიოს დამატება იმ პროდუქტებზე, რომელთა შედარებასაც ახორციელებთ. ჩვენი მომსახურება ცალსახად არის ორიენტირებული მომხმარებლის ინფორმირებასა და მესამე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიწოდებაზე.
2.2. ამ ვებგვერდით გათვალისწინებული არც ერთი მიზანი, ან მოქმედება არ ადგენს და წარმოშობს ჩვენს მიერ ფინანსური სახის, რჩევების ან რეკომენდაციების მომენტს. ყოვლად გამორიცხულია მიკერძოება რომელიმე კომპანიის სასარგებლოდ.. ვებგვერდი გაწვდით, მხოლოდ და მხოლოდ ზოგად , საბაზისო ინფორმაციას, რათა უფრო გაგიმარტივდეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაციისა და პირობების მქონე ობიექტის აღმოჩენა. თქვენის მხრივ, მუდამ უნდა შეამოწმოთ თქვენი დაინტერესების საგნის – ფინანსური სერვისის – შესაბამისობა, ადეკვატურობა და მიზანშეწონილობა. ჩვენი რჩევა იქნება, რაიმე ფინანსური სერვისის მიღებამდე, სათანადოდ მოიძიოთ და გაიაროთ პროფესიული კონსულტაცია, იქამდე სანამ რაიმე სახის ფინანსურ მომსახურებას მიიღებთ.
2.3. ჩვენი ვებგვერდით გათვალისწინებული არც ერთი მოქმედება არ არის მიმართული იმისკენ რომ მოხდეს მომხმარებელზე მანიპულირება, რომელიმე შეთავაზების, ფინანსური დახმარების ან რაიმე კონტრაქტის გაფორმებისკენ მითითება. ვებგვერდი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის არის, ის არ გირჩევთ, არ გთავაზობთ, არ ყიდის რაიმეს. ის უბრალოდ მიუკერძოებელ, ვალიდურ ინფორმაციას გაწვდით და გიმარტივებთ ინფორმაციის მოძიების პროცესს.
2.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე განვახორციელოთ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, მასალაში, შინაარსსა თუ მონაცემებში ცვლილება, წაშლა, რედაქტირება, შესწორება ან დამატება.
2.5. ჩვენს მიზანია რომ ისარგებლოთ ვებგვერდზე უწყვეტი ხელმისაწვდომობით.თუმცა ეს არ არის იმის გარანტია რომ თვენ უწყვეტი ხელმისაწვდომობით ისარგებებთ ისეთი დაზიანების ან ნებისმიერი ისეთი ვითარების შემთხვევაში, რაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის გამოწვეული.
2.6 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევაჩეროთ, შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ ვებგვერდზე თქვენი დაშვება;
3.1. მკაცრად იკრძალება ამ ვებგვერდზე წვდომა და მისი გამოყენება რაიმე სხვა მინზებისათვის, თუ ეს არ წარმოადგენს თქვენს პირად და არაკომერციულ მიზანს.თქვენ უფლება გაქვთ გქონდეთ წვდომა და გამოიყენოთ ეს საიტი მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული მიზნებისათვის, ამ ვებგვერდზე წვდომა და გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უშუალოდ თქვენთვის, როგორც კერძო პირისთვის ან თქვენთვის, როგორც ბიზნეს–საქმიანობის ფაგრლებში უშუალოდ ან თქვენი სახელით ფინანსური სერვისის მაძიებლისთვის.
3.2. აკრძალულია ამ ვებგვერდის გამოყენება:
3.2.1. ნებისმიერი უკანონო, თაღლითური ან კომერციული გზით, ან მიზნისთვის.
3.2.2. ისეთი მიზნით, რომელშიც მოაიაზრება სხვა პირის მიმართ ზიანი,ცილისწამება, დაშინება შეურაცხყოფა, მუქარა, შევიწროვება ან ვებგვერდზე წვდომა და მისი გამოყენება ისეთი გზით, რაც არღვევს სხვა პირის პირად ცხოვრებას, თუ მასში მოაზრებულია უხამსი, შეურაცხმყოფელი, არაზუსტი,ცილისმწამებლური,არაადეკვატური,არასასურველი,მიუღებელი, დისკრიმინაციული, რასისტული მოცემულობა, რაც ამგვარად არის განსაზღვრული ჩვენს მიერ;
3.2.3. საკუთარი ან სხვისი მონაცემთა ბაზის, ჩანაწერების ან ცნობარის შექმნა, შემოწმება, დამტკიცება, განახლება, შესწორებების შეტანა ან შეცვლა;
3.2.4. ვებგვერდის მთლიანად ან ნაწილობრიბ შეცვლა, შესწორებების შეტანა, დაზიანება და სხვა შესაძლო დამაზიანებელი მანიპულაციები.
3.2.5. რაიმე ქმედების განხორციელება, რაც უკანონობის ფარგლებში იწვევს ჩარევას ჩვენს ტექნიკურ სისტემებსა და კომუნიკაციებში;
4.1. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია, კონტენტი, მასალა ან მონაცემები წარმოადგენს ჩვენს, ან ჩვენთს ვებგვერდზე განთავსებული ფინანსური მომსახურების საკუთრებას, რომელიც თქვენი პირადი მოხმარებისათვის, შეგიძლიათ დროებით ამობეჭდვა, ასლის მიღება, ჩამოტვირთვა ან ამონაწერის მიღება ამ ვებგვერდზე შენახული ნებისმიერი ინფორმაციის, ან მასალის, რაც, თავის მხრივ, უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების შესაბამისად და გათვალისწინებით:
4.1.1. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია, შინაარსი, მასალა ან მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე სახის კომერციული მიზნებისთვის ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე;
4.1.2. ასლი უნდა შეიცავდეს ვებგვერდზე არსებულ შეტყობინებას საავტორო ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ინფორმაციას. არ დაიშვება თქვენ მიერ საბუთების ან ამგვარი ინფორმაციის ციფრული ასლების, შინაარსის, მასალის ან მონაცემების მოდიფიცირება;
4.1.3. ჩვენი, ან ჩვენი ფინანსური მომსახურების პროვაიდერების სტატუსი გულისხმიერად და მკაფიოდ უნდა იყოს წარმოჩენილი
4.2. HELPO.GE–ზე ყველა უფლება გვეკუთვნის ჩვენ.
5.1. ჩვენი მიზანია სრული კონფიდენციალურობის დაცვა. თუ კი მომხმარებლის რაიმე ტიპის პირადი ინფორმაცია მოხვდება ჩვენს სისტემაში, ეს ინფორმაცია ბოლომდე კონფიდენციალურად დარჩება მანამ სანამ არ განადგურდება.
5.2. ჩვენი მიზანია რომ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია იყოს ვალიდური, მუდმივად კონტროლის ქვეშ, ნებისმიერი ცვლილების უმოკლეს დროში ჩასწორება.
5.3. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ან ანგარიშვალდებულნი რაიმე დანაკარგსა თუ დაზიანებაზე, თქვენ შეიძლება განიცადოთ ან წარმოიშვას თქვენს მიერ ამ ვებგვერდის გამოყენების გამო. (დანაზოგის, ბიზნეს–საქმიანობის, ბიზნეს–პერსპექტივების, შემოსავლის ან მოგების დაკარგვის ჩათვლით).
6.1. ხაზს ვუსვამთ იმას რომ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია სრული არ არის, ამიტომ ყურადღებით გაეცანით ფინანსური პროდუქტების და მომსახურების ყველა თვისებებასა და პირობებს მათ გამოყენებამდე;
6.2. თუ განაცხადს აკეთებთ რაიმე სახის ფინანსურ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, თქვენ იქნებით მესამე მხარესთან ხელშემკვრელი მხარე (კონტრაქტის), რომელიც (მესამე მხარე) უზრუნველგყოფთ ფინანსური პროდუქტით და მომსახურებით თავიანთი ვადებისა და პირობების ფარგლებში. თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა გაეცნოთ, გაიაზროთ და შემდეგ დაეთანხმოთ ამ პირობებსა და ვადებს, სანამ მოცემულ კონკრეტულ ფინანსურ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე დადებდეთ კონტრაქტს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ან ანგარიშვალდებული იმ დანაკარგის ან დაზიანების გამო, რაც შეიძლება განიცადოთ ან წარმოიშვას ხსენებულ ფინანსურ პროდუქტსა და სერვისებთან დაკავშირებით მესამე მხარესთან კონტრაქტზე ხელმოწერის გამო;
6.3. თქვენ მიერ მესამე მხარის ვებგვერდის გამოყენება რეგულირდება იმ შესაბამისი ვებგვერდის ვადებითა და პირობებით. ასეთი ვადები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსხვავდება ამ ვდებისა და პირობებისგან. თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა გაეცნოთ, გაიაზროთ და შემდეგ და დაეთანხმოთ ამ პირობებსა და ვადებს, სანამ მოცემულ კონკრეტულ ფინანსურ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე დადებდეთ კონტრაქტს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ან ანგარიშვალდებული იმ დანაკარგის ან დაზიანების გამო, რაც შეიძლება განიცადოთ ან წარმოიშვას მესამე მხარის ვებგვერდის ვადებისა და პირობების გამოყენებასთან დაკავშირებით;
6.5. ჩვენი ვებგვერდი იძლევა ფინანსური პროდუქციის ან მომსახურების შესახებ ფართო სპექტრის ინფორმაციას, თუმცა შესაძლოა, ბაზარზე არსებობდეს სხვა პროდუქცია ან მომსახურება, რომელიც არ არის ნაჩვენები ამ ვებგვერდზე. შესაძლოა ის პროდუქტი იყოს თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი.
7.1. მანამ, სანამ მიიღებდეთ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას მესამე მხარისაგან, ვალდებული ხართ, გადაამოწმოთ ყველა ინფორმაცია, შინაარსი, მასალა ან მონაცემები, რომელსაც ფლობს მესამე მხარე თქვენს შესახებ, რათა დარწმუნდეთ, რომ ინფორმაცია, შინაარსი, მასალა ან მონაცემები არის სწორი, სრული, ზუსტი . ასევე ამით უნდა დაადასტუროთ ის ფაქტიც, რომ თქვენს მირ არ ხდება ყველა ამ შესაბამისი ფაქტების გამჟღავნება. თქვენი პასუხისმგებლობაა მოახდინოთ მესამე მხარის ხელთ არსებულ ინფორმაციაში, შინაარსში, მასალასა ან მონაცემებში რაიმე ცდომილების ან შეცდომის იდენტიფიცირება და შეაბამისი გასწორება/კორექტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს მესამე მხარის მიერ მოწოდებული პროდუქტის ან სერვისის გაუქმება. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ან ანგარიშვალდებულებას იმ დანაკარგის ან დაზიანების გამო, რომელიც შეიძლება განიცადოთ ან წარმოიშვას მესამე მხარის ხელთ არსებული შინაარსის, მასალის ან მონაცემების უზუსტობის, არასრულყოფილების, შეუსაბამობის ან მასში არსებული დეზინფორმაციული სახის მოცემულობის მიზეზით ან თქვენს მიერ ყველა ამ ფაქტის გაუმჟღავნელობის მიზეზით;
7.4. ამით თქვენ ეთანხმებით, რომ პასუხისმგებელი იქნებით ყველა იმ ზიანზე, დანაკარგზე, სარჩელზე, მოთხოვნზე, ვალდებულებასა თუ ხარჯზე (იურიდიული მომსახურების გონივრული მოცულობის საფასურის ჩათვლით), რომელიც შეიძლება განიცადოთ ან წარმოიშვას ამ ვებგვერდზე თქვენი ქმედების გამო.
24/7 Helpo - ევაკუატორი და საგზაო დახმარება All Rights Reserved © 2022