რატომ უნდა ვარჩიო Helpo სხვებს? თუ თქვენ ოდესმე გამოგიყენებიათ ევაკუატორის სერვისი, იცით, რომ ეს დაგეგმილი ნაკლებად ყოფილა. ზოგადად, ევაკუაცია საჭიროა მანქანის უეცარი ავარიის ან სხვა გარემოებების შედეგად. ფაქტია ის, რომ ეს მოხდა მოულოდნელად, უცბად, თადარიგი არ გქონდათ დაჭერილი. ჩვენი მომხმარებლების ისტორიები უმეტეს შემთხვევაში მსგავსია. უმეტეს შემთხვევაში, ისინი პირველად იყენებდნენ ევაკუატორის მომსახურებას და არ იცოდნენ რას ელოდნენ. რატომ უნდა დაველოდოთ გადაუდებელ შემთხვევას რაღაცის გასარკვევად? რატომ არ გავერკვიოთ რაღაც საკითხში მანამდე, სანამ ეს მოხდება? როდესაც საქმე ეხება ევაკუატორის სერვისით სარგებლობას, მნიშვნელოვანია მხოლოდ რამდენიმე ფაქტორი. ჩვენი გუნდი - Helpo - მართლაც დაწინაურებულია ყველა ამ ფაქტორში. პირველი და უმნიშვნელოვანესი, ეს არის სისწრაფე. ის თუ რამდენად სწრაფად მოვა ევაკუატორი გამოძახების ადგილას და გადაიყვანს თქვენს ავტომობილს დანიშნულების ლოკაციამდე - ბევრი გამოკითხულის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როცა საქმე ევაკუატორს ეხება.