როდესაც ევაკუატორი გვჭირდება, და ეს ყველაფერი, დამეთანხმდებით, საკმაოდ ხშირად ექსტრემალურ სიტუაციაში ხდება - ამ დროს კი ფასების შედარების დრო ნაკლებად გვაქვს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ჩვენი შერჩეული ევაკუატორის სერვისი თან იაფი იქნება და თან, ამავდროულად, სწრაფიც. სწორედ ასეთ სერვისს გთავაზობთ ჰელპო. ჩვენ თქვენამდე მოვალთ 30 წუთზე ნაკლებ დროში, თანაც ჩვენი სამუშაო გრაფიკი 24/7-ზეა. ჩვენი მენეჯერები მზად არიან, დაგაკვალიანონ, თუ რომელი ტიპის ევაკუატორი სჭირდება კონკრეტულად თქვენი სამუშაოს შესრულებას. ჩვენ გთავაზობთ ყველა ტიპის ევაკუატორით მომსახურების სერვისს იქნება ეს სტანდარტული თუ ობობა ევაკუატორი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც თბილისსში, ჩვენი ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია: 1) თუ სად მდებარეობს საევაკუაციო ავტომობილი და 2) რამდენად დიდ მანძილზეა გადასაყვანი. ასევე, შესაძლოა, ფასები შეიცვალოს პიკის საათიდან გამომდინარე. ყოველ შემთხევაში, ფასებს შორის მაქსიმალური განსხვავება 10 ლარს არ სცდება ხოლმე. ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ ნებისმიერ დროსა და საქართველოს ნებსმიერ რეგიონში.