ალბათ, ყველაზე ხშირად ევაკუატორს ექსტრემალურ სიტუაციებში იძახებენ. როცა უეცრად გაფუჭდება ავტომობილი ან ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდება. ასეთ დროს პრობლემის სწრაფად მოგვარება უმნიშვნელოვანესია. როგორც წესი, მომხმარებელს არ სურს საათობით ლოდინი და უნდა რომ ევაკუატორი მაქსიმუმ 30-45 წუთში უკვე მის ავტომობილთან იყოს. კი, შესაძლოა, კონკრეტული კომპანიების ევაკუატორები მოვიდნენ თქვენამდე მაგ დროში, მაგრამ მათ მოძებნა სჭირდება, რაც კიდევ უფრო მეტ დროს გვართმევს. მომავალში თუ ევაკუატორის გამოძახების საჭიროება დაგიდგათ, იცოდეთ რომ ჰელპო სწორედ ის კომპანიაა, რომელიც 30 წუთში მოვა თქვენამდე, იაფად და თანაც დაგეხმარებათ ნებისმიერი ტიპის ევაკუატორით, თუნდაც ე.წ. ობობით. ჩვენი ფასები ნამდვილად ლოიალურია, თუმცა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორც წესი, ამ ფაქტორებში უმნიშვნოლავენესი მანძილია. თბილისის ან საქართველოს რომელ წერტილში ხართ თქვენ და შემდეგ სად არის გადასაყვანი ავტომობილი. თბილისის შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია პიკის საათის ფაქტორი. ასეთ საათებში ფასი ოდნავ ძვირია, როგორც წესი 5 ლარით. ჰელპოს იმედი შეგიძლიათ გქონდეთ 24 საათის განმავლობაში, საქართველოს ნებისმიერ წერტილში.