როდის გვჭირდება ევაკუატორის სერვისით სარგებლობა რაც შეიძლება მალე? პასუხი მარტივია, ალბათ, ყოველთვის! აბსოლუტურ უმეტეს შემთხევაში ჩვენი კლიენტები გვირეკავენ, როცა ამის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. მაგალითად, უცებ მწყობრიდან გამოსული ავტომობილი ან ავტო-ავარია. რისი შემოთავაზება შეუძლია ჰელპოს? ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ უსწრაფესი სერვისი ყველაზე დაბალ ფასად. ნახევარ საათამდე დრო გვჭირდება საშუალოდ თქვენამდე მოსასვლელად, ყველაზე სწრაფი კი ჩვენი სერვისი თბილისშია. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე გსურთ ევაკუატორის სერვისის გამოძახება თბილისში, ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ ნებისმიერ დროს. ჩვენს განკარგულებაშია ყველა ტიპის ევაკუატორი, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ, როგორებიცაა ე.წ. ევაკუატორი ობობა, სტანდარტული ევაკუატორი თუ სპეც-ტექნიკის გადასატანი ევაკუატორი. ჩაინიშნეთ ჰელპოს ნომერი 557 637 637, გამოგვიძახეთ და ჩვენ თქვენს ლოკაციამდე მოვალთ მაქსიმალურად სწრაფად. ჩვენი 7 წლიანი გამოცდილება ამ საქმეში იმის მაჩვენებელია, რომ თქვენი შეკვეთა შესრულდება საუკეთესო ხარისხით და ყველაზე სწრაფად.