საწვავის მიწოდების სერვისი


ყოველთვის ყველაფერს ზუსტად ვერ გათვლი. კი, შეიძლება გვეგონოს რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა, როგორც დავაორგანიზეთ და ვიფიქრეთ, თუმცა რაიმე შემთხევითობა და ყველაფერი თავდაყიდა დგება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანი ყოფილა ისეთ არასახარბიელო სიტუაციაში, როგორიცაა უეცრად საწვავის ამოწურვა ავტომობილში. როგორც წესი, ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა მსგავსს სიტუაციაში ვარდება შემდეგ მიზეზთა გამო:

  • საწვავი მინიმუმზე იყო, თუმცა ახლო-მახლო ეგულებოდათ ბენზინგასამართი სადგური. საუბედუროდ, ეს სადგური დაკეტილი დახვდათ, ხოლო შემდეგამდე უკვე არარ ეყოთ საწვავი.
  • შორ მანძილზე მოგზაურობისას გზა აერიათ და საწვავის მარაგი მთლიანად ამოიწურა ამის გამო.
  • ავტომობილის საწვავის დონის მაჩვენებელი გამოვიდა მწყობრიდან.
  • უბრალოდ გარისკეს და მინიმუმზე მყოფი საწვავის მაჩვენებლით დაიწყეს მგზავრობა.

ეს და სხვა კიდევ მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ ავხსნათ, თუ რატომ „ჩაგვიქრა“ ავტომობილი.

მიზეზები გასაგებია, თუმცა, რა ვქნათ მაშინ, როცა ეს სიტუაცია ჩვენ დაგვიდგება? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

Helpo უმარტივეს გამოსავალს გთავაზობთ - ავტომობილიდან გადმოუსვლელად გვირეკავთ 557 637 637 -ზე და ჩვენ მოგიტანთ საწვავს სადაც არ უნდა იყოთ.

თქვენ უბრალოდ გვითხარით სად ხართ, რომელი საწვავი გნებავთ და რა რაოდენობით და ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად თქვენთან გავჩნდებით.

ამ სერვისით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ კვირაში 7 დღე, თანაც მთელი საქართველოს მაშტაბით.

თუ როდესმე საწვავი უეცრად გაგითავდა, ეს პანიკის საფუძველი არაა. უბრალოდ დააყენე ავტომობილი უსაფრთხო ადგილას და დაგვირეკე - ჩვენ შენს პრობლემას რამდენიმე წუთში მოვაგვარებთ!

დაგვირეკე

All Rights Reserved © 2023 |📞 557 637 637 |📞 591 32 36 71