ყველაზე გამძლე ავტომობილები

დამეთანხმებით, ვისაც პრობლემური ავტომობილი გვყოლია, ყოველ დაქოქვისას სიურპრიზის მოლოდინი ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ, ბევრიც შუა ქუჩაშიც დაუტოვებია „საყვარელ ავტომობილს“. კი, შესაძლოა, კონკრეტული ავტომობილი არასაიმედო იყოს, თუმცა სხვა ბევრი დადებითი მახასიათებელი ჰქონდეს, რითაც, ასე თუ ისე, ფარავს თავის პრეტენზიულობას. სწორედ ეს დადებითი მხარეები უფრო დიდ როლს თამაშობენ ხოლმე ავტომობილის შერჩეევისას, ვიდრე საიმედოობა და სიმარტივე. მაგალითად Mini-ს შემთხვევაში მისი ვიზუალი, BMW-ს შემთხვევაში მისი სისწრაფე და მანევრულობა, KIA-ს შემთხვევაში ავტომობილის სიახლე და ფასი და ა.შ.

თუმცა, ფაქი ფაქტად რჩება, არასაიმედო ავტომობილი შესაძლოა ერთ დილასაც საერთოდ არ დაიქოქოს ან სულაც შუა ქუჩაში დაგვტოვოს. ასეთ დროს კი, გვინდა არ გვინდა, და გვიწევს ევაკუატორის სერვისის გამოყენება. კი, ჩვენ კი მოვალთ 30 წუთში და უცებ გადავიყვანთ თქვენს ავტომობილს თქვენთვის საჭირო ადგილას, თუმცა უფუჭებად და „უკვდავ“ ავტომობილზე დიდი კომფორტი რთულად მოსაძებნია.

ამ სტატიაში გთავაზობთ იმ ავტომობილების სიას, რომელთა მფლობელობის შემთხვევაში ევაკუატორის სერვისის გამოყენება თითქმის არასდროს დაგჭირდებათ.

ალბათ სიურპრიზი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ავტომობილების მწარმოებელი ყველაზე ხანგრძლივი მომსახურების პერიოდით და, შესაბამისად, ყველაზე გამძლე არის Toyota. ასეთ დასკვნამდე მივიდა კვლევითი პორტალი iSeeCars.com, რომელიც სპეციალიზირებულია მეორადი მანქანების გაყიდვებში და საავტომობილო ანალიტიკაში.

კომპანიამ გააანალიზა 2020 წელს აშშ-ის მეორად ბაზარზე გაყიდული 11,8 მილიონი ავტომობილი. მათგან შეირჩა მოდელები, რომლებზედაც მოდის მანქანების ყველაზე დიდი რაოდენობა 322 000 კმ-ზე მეტი გარბენით (200 000 მილი). სწორედ ამხელა გარბენის მქონე ავტომობილები მიიჩნიეს ყველაზე გამძლეებად და „უკვდავებად“.

 „ყველაზე გამძლე ავტომობილების ტოპ 10-ის უმრავლესობას ტოიოტა წარმოადგენს და არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი ავტომწარმოებელი, რაც ადასტურებს ბრენდის რეპუტაციას საიმედო მანქანების შექმნის საკითხში“ - თქვა კარლ ბროუერმა, iSeeCars-ის ანალიტიკოსმა. მიუხედავად იმისა, რომ სიაში პიკაპები და ჯიპები დომინირებენ, Toyota-ს ორი ჰიბრიდი და ავალონის სედანიც მოხვდა, რაც ადასტურებს, რომ სანდო Toyota ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის.

ლიდერი Toyota Land Cruiser გახდა. 2020 წელს გაყიდულ მეორად მანქანებს შორის 16.3%-ს ჰქონდა 322000 კმ-ზე მეტი გარბენი. მეორე ადგილი Toyota Sequoia-ს ეკუთვნის 11,2%-ით. უახლოესი მდევარი ორჯერ ჩამორჩება და ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია.

 

Toyota Land Cruiser — 16,3%  (2020 წელს გაყიდული მანქანების წილი 322000 კმ და მეტი გარბენით);

land cruiser

 

Toyota Sequoia — 11,2%;

sequoia

 

Chevrolet Suburban — 5,1%;

suburban

 

Ford Expedition — 4,9%;

expedition

 

Toyota 4Runner — 4,1%;

4runner

 

Toyota Avalon — 3,9%;

avalon

 

Chevrolet Tahoe — 3,9%;

tahoe

 

Toyota Highlander Hybrid — 3,8%;

Highlander

 

Toyota Tundra — 3,7%;

tundra

 

GMC Yukon XL — 3,6%;

yukon xl

 

Honda Ridgeline — 3,4%;

ridgeline

 

GMC Yukon — 3,3%;

yukon

 

Honda Odyssey — 2,9%;

odyssey

 

Toyota Tacoma — 2,8%;

tacoma

 

Lincoln Navigator — 2,6%;

navigator

 

Toyota Prius — 2,6%.

prius

 

ჯამში ტოიოტამ რეიტინგის ნახევარი დაიკავა (16 პოზიციიდან 8).

პირველად არ ხდება, რომ  პორტალი iSeeCars.com საკმაოდ კარგად აფასებს იაპონური ავტომობილების გამძლეობას. 2021 წლის იანვარში ამ პორტალმა შეადგინა ავტომობილების რეიტინგი, რომლებიც ექსპლუატაციაში არიან მინიმუმ 15 წელი. პირველი ხუთეულის ოკუპაცია ტოიოტამ მოახდინა. 2020 წლის თებერვალში კი ამ კომპანიის ჰიბრიდული ავტომობილები ყველაზე საიმედოებად დასახელდნენ.

მოკლედ, თუ ტოიოტა გყავთ ევაკუაატორის სერვისი თქვენთვის არ არის - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, არავინ ვართ დაზღვეული მოულოდნელობისგან. და თუ დადგა მომენტი, როდესაც ევაკუატორი გჭირდებაც რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება იაფად, Helpo 24 საათის განმავლობაში თქვენს სამსახურშია. დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ჩვენ ძალიან მალე მოვალთ და შევასრულებთ ნებისმიერი სირთულის ტრანსპორტირებას. ჩვენს განკაგულებაშია ყველა ტიპის ევაკუატორი. არ აქვს მნიშვნელობა რამხელა ავტომობილია გადასაყვანი ან თუნდაც სპეც-ტექნიკა. დაგვირეკეთ, პირადი მენეჯერი ხაზზეა...

 

გააზიარე სტატია: