mainimage

M+S საბურავები ზამთარში?

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ხშირია ავტო-საგზაო შემთხევევები სწორედ საბურავების გამო. ზოგს უბრალოდ ავიწყდება სპეციალიზირებული ზამთრის საბურავების დაყენება, ზოგმა არც კი იცის, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია, ზოგი კი აყენებს საკუთარ ავტომობილზე ასე ფართოდ გავრცელებულ M+S სიმბოლოიან საბურავებს და ჰგონია, ყველაფერი წესრიგშია, თამამად შეუძლია იმოძრაოს თუნდაც თოვლიან გზაზე. თუმცა, ყველაფერი არც ასე მარტივადაა. მოდით, გავერკვეთ.

M+S (Mud and Snow) - ეს სპეციალური მარკირებაა ავტომობილის საბურავის გვერდზე და ნიშნავს, რომ ამ საბურავს აქვს მაღალი მახასიათბლები თოვლიან ზედაპირზე. ბუკვალურად გადაითარგმნება ასე „თოვლი და ტალახი“. თუმცა ეს მარკირება არ ნიშნავს, რომ საბურავი ზამთრისაა.

ზამთრის საბურავების მარტივი ინდეტიფიკაციისთვის შემოიღეს სპეციალური იურიდიული მარკირება. სიმბოლო «Alpine» ან სამმწვერვალიანი მთა ფიფქით («3PMSF») ძალაში შევიდა 2012 წლის ნოემბერში ევროკავშირის 661/2009 რეგულაციის შესაბამისად ავტომობილების უსაფრთხოების შესახებ. 3PMSF შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბურავს აქვს მინიმალური საჭირო პროდუქტიულობა თოვლზე - ეგრეთ წოდებული მისაღები "თოვლის დაჭერის ინდექსი".

მარკირება "ტალახი და თოვლი"  (სიმბოლოები M+S, M.S ან M&S) მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება ზამთრის საბურავების იდენტიფიცირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ M+S-ს აქვს სამართლებრივი განმარტება, ის არ არის დაკავშირებული ზამთრის საბურავების მინიმალურ მოთხოვნებთან, მაგრამ ფართოდ გამოიყენება საბურავების მწარმოებლების მიერ ზამთრის პროდუქტების აღსაღნიშნად. M + S რჩება მისაღებ მარკირებად. მიუხედავად იმისა, რომ M+S საბურავებს თოვლზე უკეთესი წევა აქვთ, ვიდრე ზაფხულის საბურავებს, ისინი შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდნენ ლეგალურ  ე.წ. „თოვლის დაჭერის“ ზღურბლს (რაც შეუძლია, მაგალითად,  3PMSF ეტიკეტს).

https://helpo.ge/images/zamtarshi2.webp

ნამდვილი ზამთრის საბურავებს, რომლებსაც აქვთ M+S და 3PSMF მარკირება, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ზამთრის უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით მსუბუქ ავტოობილებისთვისა და მიკროავტობუსებისთვის. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები დაჟინებით გვირჩევენ ცივ თვეებში ჩქვენი ავტომობილის ოთხივე ზამთრის საბურავით აღჭურვას. მართლაც, ზამთრის საბურავების დაყენება სავალდებულოა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

https://helpo.ge/images/zamtarshi2.webp

რა განსხვავებაა 3PMSF-სა და M+S-ს შორის?

განსხვავება, როგორც ზემოთ იყო აღწერილი, არის თოვლიან საფარზე პროდუქტიულობაში. საბურავებს მარკით M + S აქვთ მხოლოდ ზამთრის საბურავის გარეგანი ნიშნები - პროტექტორი დასერილია ლამელებით და, პრინციპში, შეუძლია ავტომობილის სტაბილურობის შენარჩუნება დათოვლილ ზედაპირზე.

მაგრამ M+S მარკირების მქონე საბურავის შესაძლებლობები შეზღუდულია იმ მოდელთან შედარებით, რომელზეც 3PMSF ნიშანია ამოტვიფრული. 3PMSF საბურავები გვთავაზობენ ბევრად გაუმჯობესებულ მოჭიდებას თოვლზე ექსტრემალურ მინუსოვან ტემპერატურაზეც კი. საზაფხულო მოდელების დიდი რაოდენობაა M + S-ით, მაგრამ ზაფხულის საბურავები 3PMSF ნიშნით არასოდეს გამოვა (ეს უკვე იქნება ნამდვილი ყველა სეზონის საბურავი).

ამგვარად, ყველა ზამთრის საბურავს აქვს მარკირება M+S, მაგრამ ყველა საბურავი ნიშნით M+S არ არის ზამთრის საბურავი.

საავტომობილი გზებზე უსაფრთო გადაადგილება, განსაკუთრებით ზამთრიც ცივ ამინდებში უმნიშვნელოვანესია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ავტომობილები ცივ სეზონს დავახვედროთ სრულად მომზადებული. და თუ მაინც აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ ავტომობილი მოგვისრიალდა ან თოვლშია ჩაჭდილი, ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედია. ჰელპო თვენს სამსახურშია ნებისმიერ ამინდსა და დღე-ღამის ნებისმიერ დროს. უბრალოდ დარეკეთ 557 637 637 და ჩვენ ევაკუატორი 30 წუთში უკვე თქვენთან იქნება.

გააზიარე სტატია: