4 მიზეზი თუ რატომ უნდა შეინახოთ ჩვენი ნომერი

დამეთანხმებით, თითქმის ყოველთვის, როცა საქმე ევაკუატორის გამოძახებას ეხება სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, საქმე გვაქვს უეცრად შექმნილ პრობლემასთან, რომელიც გაუმართავმა ავტომობილმა ან ავტო-ავარიამ წარმოშვა. ასეთ დროს ყველასთვის უკეთესია, თუ პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება და ჩვენი ავტომობილი აღმოჩნდება ან სერვისში ან სხვა საჭირო ადგილას.

საშუალოდ ევაკუატორებით მომსახურების სფეროში, თუ საქმე ეხება თბილისში გადაადგილებას, მოსვლის დროს გვეუბნებიან 45 წუთიდან 1 საათამდე. საუკეთესო შემთხვევაში კი მოსვლის დრო 30 წუთია. ჩვენი კომპანია Helpo-ც საუკეთესო სტანდარტებს არ ჩამორჩება და ჩვენც 30 წუთში მოვალთ. თანაც, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ზარს რაც შეიძლება მოკლე დროში უპასუხოს ოპერატორმა. ამ კრიტერიუმშიც ყველაფერი იდეალურად გვაქვს, საშუალო მოლოდინის დრო ხომ რამდენიმე წამია ჩვენთან.

 

როგორც წინა ნაწილში ვთქვით, Evakautori -ს გამოძახება და სისწრაფე ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. როდესაც საქმე საკმაოდ საჩქაროა ასეთ დროს ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას მომსახურების ფასს, ოღონდაც მალე მოგვარდეს ჩვენი პრობლემა. ასეთ დროს ნაკლებად გვაქვს იმის დროითი რესურსი, რომ ფასების შედარება მოვახდინოთ. შესაძლოა პირველივე არჩეულმა კომპანიამ საბაზროზე გაცილებით დიდი ფასი გითხრათ. ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი იდეალურად დალაგებულია. არ აქვს მნიშვნელობა სისწრაფეს - ჩვენი მომსახურება ყოველთვის მაქსიმალურად სწრაფია და თანაც მაქსიმალურად იაფი.

 

უმეტესი კომპანია, რომელიც ევაკუატორების სერვისს გვთავაზობს, მუშაობს მხოლოდ საზოგადოდ აღიარებულ სამუშაო საათებში, როგორიცაა 9 დან 19 საათამდე. თუმცა გაუთვალსიწინებელი შემთხვევა ხომ შეიძლება მოხდეს დილის 4 საათზე თანაც კვირა დღეს. ჩვენი ევაკუატორები ამ და ნებისმიერ სხვა დროსაც მოგემსახურებიან, თანაც იგივე სისწრაფითა და იგივე ფასად. ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეს 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე, ოფიციალური დასვენების დღეებშიც კი. ამიტომ თამამად დაგვირეკეთ 557 637 637-ზე ნებისმიერ დროს!

 

ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორი - საქმე ყოველთვის სტანდარტულ, მსუბუქი ავტომობილის ევაკუაციას როდი ეხება. შესაძლოა გადასაყვანი იყოს სპეც-ტექნიკაც კი, ან ე.წ. „ჩაკეტილ საჭიანი“ ავტომობილი ან სხვა. ჩვენს შემთხვევაში, ასევე ყველაფერი იდეალურადაა დალაგებული. მზად ვართ, მოგემსახუროთ ნებისმიერი ტიპის Evakautori -თ დღე-ღამის ნებისმიერ დროს და თანაც მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოკლედ, მგონი, საკმარისი მიზეზები ჩამოვთვალეთ, თუ რატომ უნდა შეინახოთ ჩვენი ნომერი 557 637 637. არავინ ვართ დაზღვეული შემთხვევითობისგან და თუ დადგა ევაკუატორის გამოძახების საჭიროება, ახლა უკვე გეცოდინება, თუ რომელი კომპანია შეასრულებს შენს შეკვეთას ყველაზე სწრაფად, იაფად და თანაც ნებისმიერ დროს, მომსახურების ტიპისგან დამოუკიდებლად!