თუ როდესმე გამოგიყენებიათ ევაკუატორის სერვისი, დამეთანხმებით, რომ ეს დაგეგმილი ნაკლებად ყოფილა. როგორც წესი, ავარია, ავტომობილის უეცარი გაუმართაობა და სხვა მიზეზები ხდება evakuatori-ს მომსახურებით სარგებლობის წინაპირობა. ამ ყველა მიზეზს კი ის აერთიანებს, რომ ეს ყველაფერი დაუგეგმავი იყო, უცებ მოხდა, თადარიგი არ გვქონდა დაჭერილი.
ჩვენი მომხმარებლების უმეტესობის ისტორიაც მსგავსია. როგროც წესი, ისინი საერთოდ პირველად სარგებლობდნენ ევაკუატორის სერვისით და წარმოდგენა არ ჰქონდათ არც ნიუანსების და არც ფასების შესახებ.
რატომ უნდა მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ სანამ გადაუდებელი შემთხვევა არ დადგება იმ დრომდე არ გავერკვიოთ რაღაც საკითხში? თანაც ყველაფერი ხომ ძალიან მარტივადაა...
Evakuatori-ს სერვისით სარგებლობისას მნიშვნელოვანი ხომ მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია და ყველა ამ ფაქტორში, ჩვენ - helpo-ს გუნდი ნამდვილად მოწინავეები ვართ.
პირველი და უმნიშვნელოვანესი, ეს არის სისწრაფე. ის თუ რამდენად სწრაფად მოვა ევაკუატორი გამოძახების ადგილას და გადაიყვანს თქვენს ავტომობილს დანიშნულების ლოკაციამდე - ბევრი გამოკითხულის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როცა საქმე ევაკუატორს ეხება. როგორც წესი, ავარიის ან გაუმართვი ავტომობილის შემთხვევაში იკეტება გზის 1 ან მეტი ზოლი. ეს ყველაფერი ქმნის საცობს, გაურკვევლობას, ვნებათა ღელვას და ა.შ. ყველაზე მეტად კი ამ დროს დაზიანებული ავტომობილის მძღოლი გრძნობს ცუდად თავს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ავტომობილი რაც შეიძლება სწრაფად იქნას გადაყვანილი. ჩვენთვის სწრაფი მომსახურება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. 30 წუთზე ნაკელებ დროში თქვენთან ვიქნებით, თუ საქმე ეხება თბილისს. თუ ავტომობილი გადასაყვანია დასახლებული პუნქტებიდან შედარებით დაშორებული ლოკაციებიდან, დრო შესაძლოა ოდნავ მეტი იყოს, თუმცა დარეკვის მომენტიდან ჩვენი evakuatori უმალვე დაიძვრება თქვენკენ.
ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ფასი. კი, მართალია, როცა საქმე სისწრაფეს ეხება ეგეთ მომენტში ფასზე ფიქრი ნაკლებად ხდება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტური ფასები გვქონდეს და რაც შეიძლება იაფი სერვისი შევთვაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ყოველ შემთხვევაში, ფასით უკმაყოფილო კლიენტები თითქმის არ გვყავს.
გამოძახებისას საქმე ყოველთვის სტანდარტული ზომის ანტომობილს როდი ეხება. შესაძლოა 3-5 ტონიანი სატრანსპორტო საშუალება იყოს გადასაზიდი. ასეთი სამუშაოს შესრულებისთვისაც ყოველთვის მზად ვართ.
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, აგრეთვე, სამუშაო საათები და დღეები. გვინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ჩვენი ოპერატორები და ევაკაუტორები მუშაობენ 24 საათი კვირაში 7 დღე, ოფიციალური დასვენების დღეების ჩათვლით. ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ მუდამ.
მაშ ასე, სწრაფად, იაფად და ხარისხიანად - სწორედ ასე შევასრულებთ თქვენს ნებისმიერ შეკვეთას. შესაძლოა evakuatori-ს სერვისით სარგებლობა არც არასდროს დაგჭირდეთ, მაგრამ შემთხვევითობისგან არავინ ვართ დაზღვეულები. უბრალოდ გახსოვდეს ჩვენი საიტი Helpo.ge და თუ ევაკუატორის ან სხვა ავტო დახმარების საჭიროება დადგა, ახლა უკვე იცი ვის უნდა დაუკავშირდე.