mainimage

სტანდარტული ევაკუატორი თუ „ობობა“. არის თუ არა განსხვავება?

ავტომობილის ბევრი  მძღოლი, რომლებიც იძულებულნი არიან, გამოიძახონ ავტო-სატრანსპორტო საშუალების ევაკუაციის სერვისი, დგას არჩევნის წინაშე - რომელი სპეც. ავტომობილი გამოიძახოს ტრანსპორტირებისთვის? რა სხვაობაა სტანდარტულ ევაკუატორსა და „ობობა“ (ამწე-მანიპულატორ) ევაკუატორს შორის? მოდით, გავერკვეთ.

რა მახასიათებლები აქვს ამწე-მანიპულატორს (ე.წ. ობობას) ?

მანიპულატორს უწოდებენ ევაკუატორების ნაირსახეობას, რომელზეც დამონტაჟებულია ავტომობილის ასაწევად საჭირო ამწე, თანაც, ისე, რომ არ შეეხოს ამ უკანასკნელის ბორბლებს. ამწე-მანიპულატორის გარეშე შეუძლებელია მოვაგვაროთ ავტო-საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორებიცაა:

- ავარიის შედეგად ავტომობილის გადავარნა თხრილში;

- ავტომობილის ბორბლების ბლოკირება (პლატფორმაზე მისი აგორება შეუძლებელი ხდება);

- ავტომობილი გაჭედილია წყალში და გრუნტში;

- ავტომობილის კორპუსის ან ბორბლების ღერძის დეფორმაცია ავარიის დროს;

- ავტომობილი დაეჯახა სხვა ავტომობილს და ახლა ის ამობრუნებულია ან გვერდით არის დაცემული. მისი ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ამწე-მანიპულატორის დახმარებით. თუ უბრალოდ ხელს ვკრავთ ავტომობილს, მაშინ დავარდნის დროს შესაძლოა ის კიდევ უფრო მეტად დავაზიანოთ.

რა მახასიათებლები აქვს სტანდარტულ ევაკუატორს?

ფაქტობრივად, ევაკუატორი შეიძლება ვუწოდოთ ავტომობილს პლატფორმით, რომელიც უნივერსალური ხელსაწყოა, როცა საქმე ეხება სატრანსპორტო ტექნიკის გადაყვანას. ევაკუატორები განსხვავდებიან შემდეგი მაჩვენებლების მხიედვით:

- გადახურულია თუ არა;

- ტვირთამწეობით;

- ზომებით;

საევაკუაციო ტრანსპორტის აგორება ხდება ევაკუატორის პლატფორმაზე სპეციალური ჯალამბარის გამოყენებით ან ხელით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ევაკუირებული ავტომობილის არცერთი ბორბალი არ არის ბლოკრიებული.

განსხვავებები „ობობასა“ და სტანდარტულ ევაკუატორს შორის

ახლა ჩვენ არ დავიწყებთ ტექნიკური მახასიათებლების ან შიდა მექანიზმების მუშაობის განხილვას, არამედ გამოვიტანთ ჩვეულებრივ დასკვნებს, რომლებსაც გაიგებს ნებისმიერი ადამიანი.

1) სტანდარტული ევაკუატორის ფასი უფრო იაფია, ვიდრე მანიპულატორის. ერთი და იგივე ავტომობილის ტრანსპორტირების ფასი განსხვავდება 1.5 – 2-ჯერ.

2) სტანდარტული ევაკუატორი მუშაობს უფრო ნელა, თუმცა უფრო ფრთხილად. ავარიისა და მისგან გამოწვეული შედეგების მიუხედავად, მანიპულატორი უფრო სწრაფად გაუმკლავდება პრობლემის აღმოფხვრას. განსაკუთრებით, ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა საჭიროა რამდენიმე ავტომობილის ევაკუაცია.

3) მანიპულატორი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სტანდარტული ევაკუატორი. საქმე ისაა, რომ „ობობით“ ევაკუაციის პროცესში ავტომობილის არცერთი ნაწილი არ მოძრაობს.

მანამ, სანამ გამოიძახებთ რომელიმე კონკრეტული ტიპის სპეც. ავტომობილს, უმჯობესია, აწონო-დაწონოთ ყველა პლიუსი და მინუსი და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვიკავშირდეთ Helpo-ში. ნებისმიერი ტიპის ევაკუატორის გამოძახება ჩვენთან საკმაოდ მარტივია. ამისთვის 1 წუთიც კი არ დაგჭირდებათ. უბრალოდ დაგვირეკეთ 557 637 637 და ჩვენ თქვენამდე 30 წუთამდე დროში მოვალთ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ან ვერ ჩამოყალიბდით, რომელი ტიპის ევაკუატორი გჭირდებათ, დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს, ჩვენი მენეჯერები სიამოვნებით დაგაკვალიანებენ.