mainimage

Helpo - არა მხოლოდ ევაკუატორი

მართალია, ჩვენი კომპანია, უმეტეს წილად, სწორედ ავტომობილების ევაკუაციის სერვისს გთავაზობთ, თუმცა ჰელპო არის უნივერსალური საგზაო დახმარების სერვისი, რომლის იმედი შეგიძლია გქონდეს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, 24 საათის განამვლობაში.

სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც ჰელპო გთავაზობთ:

ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ მოახდინოთ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია. დაწყებული მოპედებით და დამთავრებული რამდენიმე ათეულ ტონიანი სპეც. ტექნიკით. ჩვენს განკარგულებაშია ყველა ტიპის ევაკუატორი, გააჩნია შესასრულებელ საქმეს. გვყავს როგორც პატარა, ისე დიდი და ე.წ. ობობა ევაკუატორები (სპეც. მანქანა ამწე მანიპულატორით).

როდესაც თქვენი ავტომობილის მართვას ვერ ახერხებთ, რადგან ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა გაქვთ მიღებული, შეგიძლიათ მარტივად გამოიძახოთ ფხიზელი მძღოლი ჰელპოდან. ის სულ რამდენიმე წუთში მოვა თქვენამდე, დაჯდება თქვენი ავტომბოილის საჭესთან და მიგიყვანთ სასურველ ლოკაციამდე.

ხშირად ხდება, განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში, რომ ავტომობილის აკუმულატორი თითქმის ბოლომდეა დამჯდარი და ვერ ხერხდება მანქანის დაქოქვა. ამ დროსაც მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ ეს პრობლემა. უბრალოდ დაგვირეკეთ, ჩვენი სერვისის წარმომადგენელი ძალიან მალე მოვა თქვენამდე და დაგეხმარებათ ავტომობილის დაქოქვაში.

თუ უეცრად გაგითავდათ საწვავი და ბენზინგასამართი სადგურიც ახლოს არაა, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. უბრალოდ იღებთ ტელეფონს და გვირეკავთ. გვეუბნებით თქვენს ლოკაციას და რა ტიპის საწვავი გჭირდებათ, რა რაოდენობით. ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს დროში მოგიტანთ საწვავს სასურველ ადგილას.

თუ უეცრად საბურავი დაგეშვათ და ვულკანიზაციის სერვისიც ახლო-მახლოს არ ჩანს, არ ინერვიულოთ, ჰელპო ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. დაგვირეკეთ და ჩვენი წარმომდგენელი ან ადგილზე შეგიცვლით საბურავს, ან წაიღებს მას, შეაკეთებს და უმოკლეს დროში დაგიმონტაჟებთ ავტომობილზე.

  • ჩაკეტილი ავტომობილის გაღება.

გასაღები დაკარგეთ ან ის უბრალოდ არ ფუნქციონირებს? არაა პრობლემა. ჩვენ ავტომობილის დაუზიანებლად შევძლებთ მის გაღებას და დაგაკვალიანებთ როგორ მოიქცეთ შემდგომ.

 

როგორც ხედავთ, ჰელპო მხოლოდ ევაკუატორის სერვისი არაა. ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, თუ ავტომობილთან დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა დაგიდგათ.

ჩვენი სერვისი 24/7 რაჟიმში მუშაობს. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, გვქონდეს მომსახურების უმაღლესი ხარისხი და რაც შეიძლება დაბალი ფასები.